პაატა იმნაძე - შეშფოთების საფუძველი ჩვენ უკვე დიდი ხანია გვაქვს მთელ დედამიწაზე

შეშფოთების საფუძველი ჩვენ უკვე დიდი ხანია გვაქვს მთელ დედამიწაზე, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსის" კითხვას, რამდენად იძლევა შეშფოთების საფუძველს ის დინამიკა, რომ საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 10 შემთხვევა დაფიქსირდა.

მისი თქმით, "შეშფოთების საფუძვლის გამო გამოცხადდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და გამკაცრდა ზომები".

„მოდი, პიკურ პერიოდზე ვილაპარაკოთ მას შემდეგ, რაც გვექნება დინამიკის შეფასების საშუალება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ გვექნება ამაზე საუბარი. რაც შეეხება შეშფოთების საფუძველს, ჩვენ უკვე გვაქვს დიდი ხანია მთელ დედამიწაზე ხომ?! შეშფოთების საფუძველი რომ იყო, ამიტომ გამოცხადდა ქვეყანაში საგანგებო მდოგმარეობა, ამიტომ გამკაცრდა ზომები, ეს ყველაფერი კეთდება იმიტომ, რომ შეშფოთების საფუძველი ნაკლები იყოს ხოლმე," - განაცხადა იმნაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა