ნათია თურნავა - ამ ეტაპზე შევზღუდეთ სამშენებლო სექტორი, მაგრამ როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ესა თუ ის კომპანია ასრულებს დადგენილ გაიდლაინებს, ეს კომპანიები კვლავ იქნება დაშვებული

ამ ეტაპზე ჩვენ შევზღუდეთ სამშენებლო სექტორი, მაგრამ როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ესა თუ ის კომპანია ასრულებს დადგენილ გაიდლაინებს, აკონტროლებს თავის მუშა-მოსამსახურეებს და გვაჩვენებს რა სისტემით აკეთებს ამას, რა თქმა უნდა, ეს კომპანიები კვლავ იქნება დაშვებული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ყველა გადაწყვეტილება სამშენებლო კომპანიების დაშვებაზე საგანგებო შტაბში განიხილება, რომლის ფორმატში სხვადასხვა უწყება ითანამშრომლებს.

„სამშენებლო სექტორი ნიშნავს დასაქმებულების მრავალათასიან არმიას, შესაბამისად დღევანდელი ვითარებიდან დანახული ეს არის ისეთი სფერო, რომელიც მომატებული რისკის მატარებელია. ამ სფეროში როგორც მსხვილი ინსტიტუციონალური კომპანიებია ჩართული, რომელთაც არ გაუჭირდებათ დღევანდელ მოთხოვნილებებზე გადაწყობა, ასევე არის ბევრი მცირე კომპანია, რომლებსაც გარკვეული დრო დასჭირდებათ ამისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში ამას ყველა მოახერხებს. აქედან გამომდინარე სრულად გამართლებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ამ ეტაპზე ჩვენ შევზღუდეთ სამშენებლო სექტორი, მაგრამ როგორც კი ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ესა თუ ის კომპანია ასრულებს დადგენილ გაიდლაინებს, აკონტროლებს თავის მუშა-მოსამსახურეებს და გვაჩვენებს რა სისტემით აკეთებს ამას, რა თქმა უნდა, ეს კომპანიები კვლავ იქნება დაშვებული და გააგრძელებენ საქმიანობას. ჩვენი ამოცანა არ არის მათი შეზღუდვა, ჩვენი ამოცანაა დავრწმუნდეთ, რომ ისენი უზრუნველყოფენ თავიანთი მუშა-მოსამსახურეების და გარშემომყოფების უსაფრთხოებას. საბოლოო ჯამში, ყველა გადაწყვეტილება სამშენებლო კომპანიების დაშვებაზე მიიღება საგანგებო შტაბში, მათთან ერთად,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა