პაატა იმნაძე - ჩვენი რეკომენდაცია, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ კონტაქტებისგან, ეხება ყველას - მორწმუნეებსაც, ათეისტებსაც, ანტიეკლესიურებსაც

ნებისმიერ იმ ადგილას, სადაც არის ადამიანების თავმოყრა, შესაძლებელია ინფექციის გადაცემა მოხდეს, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა ინაძემ კითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ ეკლესია ინფექციის გადადების წყარო იყოს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, რეკომენდაციები დაიცვან.

“ნებისმიერ იმ ადგილას, სადაც არის ადამიანების თავმოყრა, შესაძლებელია ინფექციის გადაცემა მოხდეს. ეს შეიძლება მოხდეს ყველგან და ამის მაგალითები ჩვენ უკვე გვაქვს, რომ ეს მოხდა გარკვეულ ადგილებში, სადაც ადამიანები მუშაობენ ერთად, ასევე ადამიანები იკრიბებიან ერთად. სადაც ადამიანები იკრიბებიან ერთად, ყველგან შეიძლება მოხდეს გადაცემა, მათ შორის რა თქმა უნდა, ეკლესიაში. აქედან გამომდინარე, კიდევ ვიმეორებ, ჩვენი რეკომენდაცია ეხება ყველას, მათ შორის მორწმუნეებსაც, ათეისტებსაც, ანტიეკლესიურებსაც - მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ნებისმიერი სახის კონტაქტებისგან. სოციალური დისტანცირება არის ერთადერი გზა იმისთვის, რომ ქვეყანაში ინფექციის შემთხვევების მატების ტემპი იყოს კონტროლირებადი და დღეში იყოს ვთქვათ, ათეულობით და არა ასეულობით ახალი შემთხვევები. ამისთვის საჭიროა ყველა ჩვენგანმა მაქსიმალურად დაიცვას ყველა ის ღონისძიება, რაც არის არაერთხელ ნათქვამი, მათ შორის სოციალური დისტანცირება, ოჯახებშიც კი”, - განაცხადა იმნაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა