თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის ნინო ჯანელიძის ხელმძღვანელობით რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერის ბონდო სოფრომაძის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი ცნობად იქნა მიღებული.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას მერის პირველი მოადგილე ლაშა გოგიაშვილი შეასრულებს, რომელიც გუშინ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ წარადგინა.

ლაშა გოგიაშვილი 2017 წლიდან დღემდე ა(ა)იპ „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ დირექტორის მოადგილე იყო, 2012-2017 წლებში სსიპ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სამეურნეო დარგის მთავარი მენეჯერის თანამდებობა ეკავა, 2006-2010 წლებში - შპს „ივენთ კომპანი“ აღმასრულებელი დირექტორი, 2002- 2005 წლებში კი შპს „მელოდის არტი“ მიმართულების მენეჯერი იყო.

აღნიშნულ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა