გორის მუნიციპალიტეტის მერია 80 ოჯახს საკვები პროდუქტებით დაეხმარა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.
როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსახლეობის დახმარება ბიზნესმენების მეშვეობით შეძლეს.
„გორის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს მოსახლეობის დახმარებას სასურსათო პაკეტებით. დღეს საკვები პროდუქტები გორში, ე.წ. ნარკოლოგიურის შენობაში მცხოვრებმა 80-მდე ოჯახმა მიიღო.
მერია მადლობას უხდის ბიზნესმენებს - მერაბ ქუჩუკაშვილს, ზურა ონიაშვილსა და ბენი ბენიოსეფს, რომელთა დახმარებითაც პროდუქტების შეძენა და მოსახლეობისთვის მიწოდება განხორციელდა“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.