წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შეჭირვებული მოსახლეობისთვის პროდუქტების დარიგება მიმდინარეობს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შეჭირვებული მოსახლეობისთვის პროდუქტების დარიგება მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერმა რამდენიმე ოჯახს საკვები პროდუქტები პირადად გადასცა.

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით დახმარებას ამ ეტაპზე 300 ბენეფიციარი მიიღებს.

მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის განცხადებით, საგანგებო ბიუჯეტი დამტკიცებულია 30 000 ლარის ოდენობით, საიდანაც 23 000 ლარი 70 წელს გადაცილებული, მზრუნველობამოკლებული პირების, სოციალურად დაუცველი, 0-დან 100001 ათასი სარეიტინგო ქულის მქონე და განსაკურებული საჭიროების მქონე ოჯახების დასახმარებლად დაიხარჯა.

შეჭირვებული მოსახლეობის დახმარების აქციაში ჩართულია კერძო სექტორიც. დღეს შპს ბენზინგასამართ სადგურის „სტარტი პლიუსის" წარმომადგენლებმა საკვები პროდუქტები ორ ოჯახს გადასცეს, მოქალაქე მარინა მურადაშვილის დაფინანსებით კი ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებმა ათმა ოჯახმა პროდუქტების კალათა მიიღო.

სოფელ რიონში ადგილობრივი მეწარმეებისა და ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლების მიერ შეძენილი ნობათი მარტოხელა, 70 წელს გადაცილებულმა და შეჭირვებულმა 18-მა ოჯახმა მიიღო.

აღნიშნულ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს