კახა კალაძე - ბაზრობებს მუშაობის გაგრძელების უფლება არ აქვთ - თუკი ასეთი საქმიანობა გრძელდება, შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ დაჯარიმებას

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბაზრობებს ფუნქციონირება აკრძალული აქვთ და თუკი ასეთი საქმიანობა გრძელდება, შესაბამისი უწყებები ჯარიმებს გამოწერენ. აღნიშნულის შესახებ კახა კალაძემ აგრარული ბაზრის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„ყველა ასეთ ბაზრებს, ბაზრობებს აკრძალული აქვთ საქმიანობა. თუკი ასეთი საქმიანობა გრძელდება, შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ დაჯარიმებას.

გამოცემულია დეკრეტი და მითითებულია ყველაფერი ის, თუ ვის აქვს მუშაობის უფლება და ვის არა. შესაბამისად, ბაზრებს და ბაზრობებს მუშაობის გაგრძელების უფლება არ აქვთ“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა