ლია გიგაურმა შოთა რეხვიაშვილს კარანტინის წესებისა და საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე საინფორმაციო მასალა გადასცა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რწმუნებულს, შოთა რეხვიაშვილს კარანტინის წესებისა და საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე საინფორმაციო მასალა გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, 100 000 ფლაერი და პოსტერი ეთნიკური უმცირესობებისთვის ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის მარნეულსა და ბოლნისში დარიგდება.

უწყების ცნობით, წესებისა და რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებით აქტიურად მიმდინარეობს არა მხოლოდ ქვემო ქართლის, არამედ კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ყველა მუნიციპალიტეტში.

„ორივე ენაზე საინფორმაციო მასალები უკვე დარიგდა ლაგოდეხის, თელავის, საგარეჯოს, მარნეულის, ბოლნისის, რუსთავის, გარდაბანის, თეთრიწყაროს, წალკას, დმანისის, ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ასპინძის, ადიგენის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.

ამ ეტაპისთვის, სულ დაბეჭდილი და დარიგებულია 250 000-მდე ფლაერი და პოსტერი სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. საინფორმაციო მასალები საქართველოს გაეროს ასოციაციის და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დაიბეჭდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს