ირაკლი კობახიძე - საპატრიარქოსთან მუდმივი კონსულტაციები გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ეს შედის ქვეყნის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკლესიის ინტერესებში

საპატრიარქოსთან გვაქვს მუდმივი კონსულტაციები და დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი გადაწყდება ისე, როგორც ეს შედის ქვეყნის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკლესიის ინტერესებში , - ასე უპასუხა მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძე კითხვას, რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, რადგან ღვთის მსახურება კომენდანტის საათს ემთხვევა.

მისი თქმით, ხელისუფლება მთლიანად მართავს ვითარებას.

“ამ ვითარების მართვის შემადგენელი ნაწილი არის კონსულტაციები ყველასთან, ვისთანაც მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს მუდმივი კონსულტაციები ეკლესიის წარმომადგენლებთან, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებში, ასევე, ეკლესიის ინტერესებში. ჩვენ გვექნება აბსოლუტურად დაბალანსებული გადაყწვეტილება, ამის საფუძველი იქნება კონსულტაციები ხელისუფლებისა და ეკლესიის წარმომადგენლებს შორის”, - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა