რუსთავის მერის განცხადებით, საკრებულოს წევრთან, რომლის დედასაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ბოლო ერთი კვირის მანძილზე კონტაქტი არ ჰქონია

რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, მას საკრებულოს ერთ-ერთი წევრთან, რომლის დედასაც კორონავირუსი დაუდგინდა, ბოლო ერთი კვირის მანძილზე კონტაქტი არ ჰქონია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გაფრთხილებულები არიან იდენტიფიცირებული ადამიანები, ვისაც მასთან შეხება ჰქონდათ და ისინი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ირაკლი ტაბაღუას თქმით, კონტაქტების მოძიების მიზნით, შიდა მონიტორინგი გრძელდება.

„ვადასტურებ, ეს ინფორმაცია ალბათ ყველასთვის ცნობილია. არაერთი სამსახურის მიერ გავრცელდა ეს ინფორმაცია, რომლებიც ქვეყანაში სიტუაციას აკონტროლებენ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პირადად მასთან კონტაქტი და შეხება არ მქონია. ჩვენ, კონსულტაციების საფუძველზე, გუშინ დაახლოებით 11:00-ის ნახევრიდან დავიწყეთ იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებთანაც მას კონტაქტი ჰქონდა. ოთხშაბათი, ხუთშაბათი , პარასკევი- ამ თარიღებზეა საუბარი. ინდენტიფიცირებული ადამიანები გაფრთხილებულები არიან და თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ველოდებით იმ ანალიზის პასუხს, ვისზეც ახლა ვსაუბრობთ. შიდა მონიტორინგი მოკვლევას ახორციელებს. მუნიციპალიტეტის შენობაში არსებული კამერების საშუალებით მიმდინარეობს კვლევა, ამ დროის განმავლობაში, რომელ ადამიანთან ჰქონდა შეხება და ალბათ, 3-4 სთ-ში მათი იდენტიფიცირება მოხდება“, - აცხადებს ირაკლი ტაბაღუა.

ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ეროვნული ბანკის თანამშრომელია. აღნიშნულის შემდეგ, რუსთავის საკრებულოს თანამშრომლების ნაწილი, მათ შორის დეპუტატები, თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს