ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება. როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო კონსულტაციები დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

„ამ თემასთან დაკავშირებით დღეს ბოლო შეხვედრა გვქონდა დისტანციურ რეჟიმში და უახლოეს მომავალში შევიტანთ შესაბამის ცვლილებებს იმ პროექტში, რომელიც იყო წარდგენილი სხვადასხვა სუბიექტის წინაშე. საბოლოო სახით კანონპროექტი უკვე დაინიცირდება საქართველოს პარლამენტში და ეს ინიციატივა კონსტიტუციურ კანონთან ერთიან პაკეტში შევა. ყველა საკითხზე შეთანხმება არის რთული რამ, თუმცა ყველა პრინციპულ საკითხი შეიძლება ითქვას, რომ შეთანხმებული იქნება და ასეთი სახით დაინიცირდება კანონპროექტი პარლამენტში”, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის პროექტი პარლამენტში 2020 წლის 11 მარტს დაინიცირდა. პროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ამ მოდელით ჩასატარებლად, კონსტიტუციის ცვლილებასთან ერთად, საჭიროა საარჩევნო კოდექსის ცვლილებაც და მისი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს