ბორჯომში ქუჩების დასუფთავება და დეზინფექცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ბორჯომის ქუჩებში რეცხვა-დეზინფექციის სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სპეციალური ხსნარებით ირეცხება საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები, ასევე სასურსათო მარკეტების, ბანკების, ბენზინგასამართი სადგურების, სამედიცინო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიები. დეზინფექცია უტარდება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს და მათ გარე სივრცეებს.

„სულ ცოტა ხნის წინ სკვერების, სპორტული მოედნების, ტრენაჟორების, სანაგვე ურნების დეზინფექცია ჩატარდა დაბა ბაკურიანში და დაბა ახალდაბაში.

აღნიშნული ღონისძიებების გარდა, ქალაქის უბნებში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები გრძელდება.

ქუჩები იწმინდება ზამთარში დაგროვილი ქვა-ღორღისაგან, სუფთავდება სანიაღვრეები და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან განსაკუთრებულად დანაგვიანებული ტერიტორიები.

ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულები ა(ა)იპ სამსახურები“, - ნათქვამია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს