ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ არგვეთაში და ზედა საქარაში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, არგვეთის საჯარო სკოლის კორპუსი 240 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი მშენებლობა 2020 წლის ბოლომდე დასრულდება. საგანმანათლებლო დაწესებულება უახლესი სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი.
„მშენებლობის პროცესი ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ, მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა.
არგვეთის საჯარო სკოლის მშენებლობა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება“ ,- ნათქვამია ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"