სახალხო დამცველი - პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში სათვალთვალო კამერები კვლავ არ არის დამონტაჟებული იმ ადგილებში, სადაც დაკავებულს, მოწმეს და გასაუბრებაზე ნებაყოფლობით მიწვეულ პირს უწევს ყოფნა

სახალხო დამცველის რეკომენდაციების მიუხედავად, პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში სათვალთვალო კამერები კვლავ არ არის დამონტაჟებული იმ ადგილებში, სადაც დაკავებულს, მოწმეს და გასაუბრებაზე ნებაყოფლობით მიწვეულ პირს უწევს ყოფნა - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტის მიხედვით, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლები არ არიან უზრუნველყოფილნი გაუმჯობესებული ტექნიკური შესაძლებლობის სამხრე კამერებით; ნორმატიულად ისევ არ არის გაწერილი პატრულინსპექტორების მოქალაქეებთან ურთიერთობის ვიდეოგადაღების ვალდებულება.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 449 შემთხვევიდან 143 შემთხვევაში (31.8%) ადმინისტრაციული წესით დაკავებულებმა დაზიანება მიიღეს დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ.

2017 წლიდან შეიმჩნევა ადმინისტრაციულად დაკავებული პირების მიმართ მოპყრობის გაუარესების ტენდენცია. საგულისხმოა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული პირების სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, 2018 წელთან შედარებით, არსებითად არ შეცვლილა.

გარდა ამისა, როგორც ომბუდსმენის ანგარიშიდან ირკვევა, სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ დამუშავებული მონაცემები და დაკავებული პირების გამოკითხვის შედეგები ცხადყოფს, რომ პოლიციის მიერ დაკავებისას ძალის გადამეტება, დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, ასევე, სხეულის დაზიანებების და ძალის გამოყენების არასრულყოფილი დოკუმენტირება, კვლავ გამოწვევად რჩება.

"სახალხო დამცველის აპარატმა 2019 წელს სამი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის საქმეების შესწავლა დაიწყო. საგანგაშოა, რომ აღნიშნულთაგან ერთ საქმეში პოლიციის განყოფილებაში გამომძიებელთან გამოკითხვაზე ყოფნის შემდეგ, არასრულწლოვანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ბავშვი პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

მეორე არასრულწლოვნის მიმართ, ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტს. არასრულწლოვნის მტკიცებით, მან სხეულის სხვა დაზიანებებთან ერთად, ზედა კიდურის მოტეხილობა მიიღო.

მესამე შემთხვევაში, ერთ-ერთ არასრულწლოვანს პოლიციის თანამშრომლები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ და იმ პირის მკვლელობის აღიარებას სთხოვდნენ, რომელიც მოგვიანებით ცოცხალი აღმოჩნდა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა არასრულწლოვანთან ვიზიტისას, ნახა, რომ მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. ამ ეტაპზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების კვალიფიკაციით მიმდინარეობს და ბრალი არც ერთ პოლიციელს არ წარდგენია. არასრულწლოვანი ცნობილი არ არის დაზარალებულად,"- ნათქვამია დოკუმენტში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა