თორნიკე რიჟვაძე - დღეს აჭარაში კორონავირუსისგან პირველი გამოჯანმრთელებული გვყავს

დღეს აჭარაში გვყავს პირველი გამოჯანმრთელებული, რომელმაც ეს ინფექცია დაამარცხა , - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის საკოორდინაციო შტაბის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, აპრილის თვე ვირუსის გავრცელების მხრივ საკმაოდ რთული იქნება.

„შემდეგი დღეები და განსაკუთრებით აპრილის თვე იქნება ურთულესი ინფექციის გავრცელებასთან მიმართებაში. გვაქვს შიდა გადაცემები, რაც არის განგაშის საფუძველი, თუმცა, საბედნიეროდ სიტუაცია არის აბსოლუტურად მართვადი და გვაქვს კონტროლზე. ასევე გვაქვს კარგი ამბავიც, დღეს აჭარაში გვყავს პირველი გამოჯანმრთელებული, რომელმაც დაამარცხა ეს ინფექცია, რაც მისასალმებელია, მაგრამ ახლა გვმართებს ათასჯერ მეტი სიფრთხილე ყურადღება, სწორედ ამიტომ შტაბი იკრიბება და გავდივართ ყველა საკითხს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა