მაია ცქიტიშვილი - შემზღუდავი ქმედებების შედეგია, რომ  ჩვენი გავრცელების დინამიკა არის 15 შემთხვევა დღეში და არა ბევრად მეტი

თითოეული ჩვენი ნაბიჯი არის ძალიან კარგად კოორდინირებული და განისაზღვრება ჩვენი ჯანდაცვის სექტორის სპეციალისტების მიერ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა არსებული ვითარების შეჯამებისას განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც იდგმება ხელისუფლების მიერ, არის შეთანხმებული ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ამ დარგის პროფესიონალებთან და ისინი განსაზღვრავენ ამა თუ იმ დინამიკის პირობებში რა ქმედებები იქნებოდა გონივრული.

„პრევენციაზე ორიენტაცია და პრევენციული ქმედებები არის ის განსხვავებული ხელწერა რაც საქართველოს ბევრი სხვა ქვეყნისგან განასხვავებს. პრაქტიკულად, ჩვენ ჯერ კიდევ ვახერხებთ, რომ ერთი ნაბიჯით წინ ვუსწრებთ ამ გამოწვევას, დაავადების გავრცელებას და ეს არის მიზეზი, რომ ჩვენ გვაქვს დღეს 130 შემთხვევა. უკვე გადავედით შიდა გავრცელების ეტაპზე, რაოდენობის ზრდას უნდა ველოდოთ. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ გავამკაცრეთ ზომები და პრაქტიკულად საკარანტინო ვითარება შემოვიღეთ. სწორედ ამ შემზღუდავი ქმედებების შედეგებია, რომ ჩვენი გავრცელების დინამიკა არის 15 შემთხვევა დღეში და არა 50,100 და მეტი. ძალიან მნიშვნელოვანია რეალობას გავუსწოროთ თვალი, ვიცოდეთ, რომ საფრთხე არ მოგვხსნია და კარგად გვესმოდეს, რომ ასეთი შემზღუდავი ღონისძიებები არის მიმართული სწორედ იმისკენ , რომ გავრცელება შევანელოთ და საბოლოო ჯამში დავამარცხოთ ვირუსი,“-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის კომენტარს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა