ალექსანდრე მოწერელია - კორონავირუსზე გამოსაკვლევად გაგზავნილი შვიდივე მოქალაქის  ანალიზის  პასუხი უარყოფითია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, რეგიონიდან კორონავირუსზე გამოსაკვლევად გაგზავნილი შვიდივე მოქალაქის ანალიზის პასუხი უარყოფითია.

მისივე თქმით, საუბარია ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 2 მცირეწლოვან ბავშვსა და შუახნის მამაკაცზე, ასევე ფოთის საავადმყოფოში მყოფ 4 მოქალაქეზე, რომელთაც კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში არის 178 პირი, იზოლაცია მოეხსნა 546 მოქალაქეს. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 75 ადამიანი. აქედან აფხაზეთიდან გადმოსულია 13 ჩვენი თანამოქალაქე, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კი კორონავიროსზე მკურნალობას გადის 2 პაციენტი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ალექსანდრე მოწერელიამ, ასევე ისაუბრა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის დაჯარიმებულ მოქალაქეებზე, სულ რეგიონის მასშტაბით დაჯარიმებულია 42 პირი. სახელმწიფო რწმუნებული მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.

მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგიც.

„დავასრულეთ ზედა ეწერში თერმოსკრინინგი, ეს არის სოფელი, სადაც ცხოვრობს ჩვენი პირველი პაციენტი, 67 წლის მამაკაცი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ სოფლიდან დაგვეწყო მასიური სკრინინგი, სოფელში შემოწმებულია 1037 მოქალაქე, არც ერთ მათგანს არ აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა. სკრინინგი მიმდინარეობს სხვა სოფელშიც, გარდა ამისა თქვენ იცით, რომ სკრინინგი ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

სახელმწიფო რწმუნებულის კომენტარს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა