ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში წარმოებული პირბადეები სააფთიაქო ქსელებში, სავარაუდოდ, შემდეგი კვირიდან  გამოჩნდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში წარმოებული პირბადეები სააფთიაქო ქსელებში, სავარაუდოდ, შემდეგი კვირიდან გამოჩნდება. ამის შესახებ მინისტრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე საქართველოში წარმოებული პირბადეების გადანაწილება პრიორიტეტების მიხედვით მოხდა, "ახლა კი იმ ეტაპზე ვართ, როდესაც შესაძლოა, რომ პირბადეები, გარკვეული პირობებით და ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, სააფთიაქო ქსელებშიც გავიდეს.

„ახლა უკვე იმ ეტაპზე გავდივართ, როდესაც ვფიქრობ, რომ შემდეგი კვირიდან, სავარაუდოდ, შევძლებთ პირბადეების პირველი პარტია სააფთიაქო ქსელებში გავიტანოთ და მოსახლეობაზე მიწოდება გავაკეთოთ. ეს უნდა იყოს ბევრისთვის ხელმისაწვდომი და უფრო მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - აცხადებს მინისტრი.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს