დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენ შეგვიძლია, არა მხოლოდ ხელფასის გარკვეული ოდენობის გადარიცხვა, არამედ  უშუალოდ ჩავერთოთ  საექიმო პრაქტიკულ საქმიანობაში

ჩვენ პარლამენტში კიდევ გვაქვს ინიციატივები. საკანონმდებლო ორგანოში ძალიან ბევრი ექიმია და მეც მათ შორის. ჩვენ შეგვიძლია, არა მხოლოდ ხელფასის გარკვეული ოდენობის ფონდში გადარიცხვა, არამედ თვითონ ჩავერთოთ, უშუალოდ, საექიმო პრაქტიკულ საქმიანობაში პაციენტებთან. გვაქვს ამის გამოცდილება და თუკი საჭირო იქნება, მე ჩემს კოლეგებთან ერთად გადავალ უშუალოდ წინა ხაზზე , - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძე „ქართული ოცნების“ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმად, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის თითოეული წევრი მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში საკუთარი ხელფასის 1/3-ს გადარიცხავს.

მისივე თქმით, საქართველოში ვირუსის ნეგატიური გავლენა შემსუბუქდა მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ მართველი გუნდის ერთიანი მოქმედებით.

„ევროპა, პრაქტიკულად, ეპიდემიურად დაბინძურებულია. ძალიან მძიმე მოსასმენია, ამ მიმართულებით, წამყვანი ქვეყნების სტატისტიკა, რომლებსაც უფრო მეტი ფინანსური რესურსი, უფრო ძლიერი წარსულის მქონე და უფრო ჩამოყალიბებული ინსტიტუციები აქვთ. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ ვირუსთან გამკლავება მათ გაუჭირდათ და ძალიან მძიმე ვითარებაა შექმნილი. ჩვენთან, რა თქმა უნდა, ეს გამოწვევა და ვირუსის, ასე ვთქვათ, ნეგატიური გავლენა შემსუბუქდა მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ მართველი გუნდის კონსოლიდირებული, ერთიანი მოქმედებით“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ, რომლის კომენტარსაც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა