რუსთავის მერი - აბსოლუტურად ყველა პიროვნება იდენტიფიცირებულია, ვისაც კორონავირუსით ინფიცირებულ საკრებულოს წევრთან ჰქონდა კონტაქტი

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, მოხდა იმ პირების იდენტიფიცირება, ვისთანაც კორონავირუსით ინფიცირებულ რუსთავის საკრებულოს დეპუტატს ჰქონდა კონტაქტი და კონტაქტების რაოდენობის თვალსაზრისით საგანგაშო სიტუაცია ამ ეტაპზე არაა.

მისივე განცხადებით, კორონავირუსი დაუდასტურდა დეპუტატის მშობლებსაც.

როგორც რუსთავის მერმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, კამერების საშუალებით მოხდა კონტაქტების გამოვლენა და ამასთან დაფიქსირდა ისიც, რომ საკრებულოს დეპუტატი მერიის ფლიგელში არ გადასულა.

„აბსოლუტურად ყველა პიროვნება იდენტიფიცირებულია დროების მიხედვით, ვისაც ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს მასთან კონტაქტი ჰქონდა. აქედან გამომდინარე, დავყავით პირველი რიგის, ანუ შიდა სივრცის კონტაქტები და მეორე რიგის, ახლო კონტაქტები და ვახორციელებთ შესაბამის ღონისძიებებს. პირველი რაცაა, თვითიზოლაცია და ყველა ადამიანს შესაბამისი რეკომენდაციები აქვთ. მეორე რიგის კონტაქტები, ალბათ, უკვე ხვალ გვექნება, ესაა გარე სივრცის კონტაქტები.

კამერებიდან ჩანს, რომ ის მერიის ფლიგელში არ გადასულა და შესაბამისად, მას კონტაქტი მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომუშავე ადამიანებთან არ ჰქონია“,-აცხადებს ტაბაღუა.

რუსთავის მერის თქმით, დაინფიცირების წყარო ცნობილია და ის კორონავირუსით ინფიცირებული დეპუტატის დედაა.

ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოს წევრს და მის მამას კორონავირუსი დაუდასტურდა. თავდაპირველად ინფექცია დაუდასტურდა საკრებულოს წევრის დედას, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია.

ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის დადასტურებული 134 შემთხვევაა, მათგან 26 გამოჯანმრთელებულია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა