გორის მერმა საკონტროლო გამშვები პუნქტები მოინახულა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა გორის გასასვლელებში მოწყობილი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოინახულა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გორის მერიიდან აცნობეს, კონსტანტინე თავზარაშვილი მოქალაქეთა მიერ კარანტინის პირობების შესრულების მდგომარეობას პირადად გაეცნო.

,,მოქალაქეთა შემოწმება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, დარღვევები თითქმის არ შეინიშნება, არც სიცხიანი მოქალაქე დაფიქსირებულა. მოსახლეობა გაგებით ეკიდება კარანტინის პირობებს და ცდილობს დაიცვას არსებული მოთხოვნები. მე იმედი მაქვს, რომ საერთო ძალისხმევით მალე დავამარცხებთ პანდემიას და ჩვენი მოსახლეობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

მოქალაქეების გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით საკონტროლო გამშვები პუნქტები გორის მასშტაბით 5 ადგილასაა მოწყობილი. მოქალაქეთა გადაადგილებასა და უსაფრთხოების ზომების დაცვას თავდაცვის სამინისტროსა და შსს სამინიტროს წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.

მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლისა და თერმოსკრინინგისთვის საკონტროლო პუნქტები გორის გარდა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთსა და ზუგდიდშია მოწყობილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო