თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებს  პროდუქტი  სახლებში მიუტანა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებს ძირითადი მოთხოვნების პროდუქტები სახლებში მიუტანა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

"მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა მარტოხელა მოხუცმა და საბავშვო ბაღის 1189-მა აღსაზრდელმა კვების საჭირო რაციონის გათვალისწინებით მიიღო სასურსათო კალათა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დახმარებას მიიღებს ყველა საჭიროების მქონე მოქალაქე, განსაკუთრებული რისკის მქონე ქრონიკული დაავადების მქონე ბენეფიციარები, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი პირები.

მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, დაიცვან სპეციალისტების რეკომენდაციები, რათა ერთად შევძლოთ ამ გამოწვევის დამარცხება და მალე შევძლოთ ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება“, - განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

ლაშა გოგიაშვილთან ერთად ადგილობრივებს საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი დიანა ფოცხვერაშვილი ესტუმრნენ.

მერიის ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში დახმარება 120-მა მარტოხელა, 70 წელს გადაცილებულმა მოხუცმა მიიღო. ძირითადი მოთხოვნების პროდუქტები მათ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სამუშაო ჯგუფის წევრებმა და მოხალისეებმა, რომლებსაც სპეციალური ტრენინგი აქვთ გავლილი, ოჯახებში მიუტანეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა