ზვიად შალამბერიძემ ბაღდათში მცხოვრები პედაგოგისგან დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო

საგანმანათლებლო სისიტემა კიდევ ერთი ახალი გამოწვევის წინაშეა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დისტანციური სწავლების მეთოდების გაძლიერება დაევალა.ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ახალ გამოწვევას ღირსეულად უპასუხეს პედაგოგებმა და მოსწავლეებს ყოველდღე დისტანციური გაკვეთილები უტარდებათ. სწავლის ახალი მეთოდოლოგია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს, ზვიად შალამბერიძეს ბაღდათში მცხოვრებმა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგმა, მანანა კაპეტივაძემ გააცნო. ის დისტანციური მეთოდით მოსწავლეებს ყოველდღიურ რეჟიმში აძლევს დავალებებსა და ატარებს გაკვეთილებს.

„დისტანციურ სასწავლო პროცესს მორგებული პროგრამები, ვიდეო გაკვეთილების, მათი ჩანაწერების, დავალებების მომზადების, თემების ჯგუფურად განხილვისა და სამუშაო ფაილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა. პროგრამა ვირტუალური საკლასო ოთახების მოწყობასა და ციფრული დაფის გამოყენებასაც გულისხმობს, სადაც რამდენიმე ადამიანი ნახაზებისა და ნახატების ერთად აწყობას, აზრების გაცვლასა და დავალებებზე მუშაობას შესძლებს.

დისტანციური სწავლების ეფექტურობის მიზნით, 30 მარტიდან უკვე დაიწყო განათლების სამინისტროსა და პირველი არხის ერთობლივი პროექტი ,,ტელესკოლა“, რომლის საშუალებითაც მოსწავლეებს ტელეგაკვეთილები უტარდებათ“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო