დავით ბაქრაძე - სამი კვირაა პარტია „ევროპული საქართველო“ 350 გაჭირვებულ ოჯახს ეხმარება - თუ სხვა პარტია გადაწყვეტს, რომ ნაბიჯები გადადგას მეტი სოციალური სოლიდარობისკენ, ამას მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შევაფასებთ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე „ქართული ოცნების“ ინიციატივას ეხმიანება და აცხადებს, რომ „ევროპული საქართველო“ უკვე სამი კვირაა 350 გაჭირვებულ ოჯახს ეხმარება და მარტოხელა მოხუცებთან მათ მოხალისეებს საკვები პროდუქტები მიაქვს. მისივე თქმით, ამას პარტია ზედმეტი ხმაურის გარეშე აკეთებდა.

"მინდა, გამოვეხმაურო პარტია „ქართული ოცნების“ ინიციატივას, პარლამენტის წევრების მხრიდან საკუთარი ხელფასის მესამედის კორონავირუსის დახმარების ფონდში გადარიცხვის თაობაზე. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში, როცა ვირუსი საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, როცა ვირუსი ემუქრება ათასობით ადამიანის სამუშაო ადგილს და მათი ოჯახების შემოსავალს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ქველმოქმედებაც და მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთიანობის და საზოგადოებრივი სოციალური სოლიდარობის ჩვენებაც. სწორედ ამიტომ, უკვე სამი კვირაა პარტია „ევროპული საქართველო“ ეხმარება 350 გაჭირვებულ ოჯახს. ეს გახლავთ ოჯახები, რომლებშიც ცხოვრობენ მარტოხელა მოხუცებულები, ადამიანები, ვისაც არ შეუძლიათ ქუჩაში გასვლა და არ აქვთ სახსრები, შეიძინონ პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები. უკვე სამი კვირაა "ევროპული საქართველოს" მოხალისეებს, რომლებმაც ლუგარის ცენტრში გაიარეს შესაბამისი მომზადება და ტრენინგი, ოჯახებში მიაქვთ ამ ადამიანებთან საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები. ამ დახმარების ფასი ყოველკვირეულად გახლავთ დაახლოებით 10-12 000 ლარი და ეს არის თანხა, რომელსაც პარლამენტის წევრები „ევროპული საქართველოდან“ საკუთარი ხელფასით ფარავენ. ჩვენ ამას ვაკეთებდით და გავაგრძელებთ მომავალშიც ამ ადამიანების დახმარებას, ოღონდ ამას ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ ზედმეტი პიარის და საჯაროობის გარეშე. ჩვენ კრიზისის ამოწურვამდე აუცილებლად დავეხმარებით 350 ოჯახს ჩვენი სახსრებით, ჩვენი ნაყიდი პროდუქტებით, ჩვენი მოხალისეებით, მათ შორის პარლამენტის წევრებით, რომლებიც დადიან და დავდივართ მოხალისეებად ოჯახებში“, -განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა