არჩილ ჯაფარიძე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დისტანციური სწავლების პროცესს გაეცნო

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დისტანციური სწავლება მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, კერძოდ, ლენტეხის N1 საჯარო სკოლა, რომელიც გამორჩეულია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებით და განსაკუთრებით მაღალი შედეგებით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სწორედ აღნიშნული მეთოდით განაგრძობს სწავლებას.

ლენტეხში დისტანციურად განათლების მიღების პროცესს, გაეცნო მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე. რწმუნებული მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, პედაგოგს გაესაუბრა და დაინტერესდა თუ რა ტიპის ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობდა სწავლების დისტანციური მეთოდის გამოყენებისთვის.

როგორც მხარის რწმუნებული აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში სასწავლო პროცესი დისტანციურად გრძელდება და მოსწავლეები არ ჩამორჩებიან სასწავლო მასალებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს