არჩილ თალაკვაძე - შემდეგი სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში გადავრიცხავთ ჩვენი ხელფასის ერთ მესამედს, რაც დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს

შემდეგი სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში გადავრიცხავთ ჩვენი ხელფასის ერთ მესამედს, რაც დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს. როცა არაერთმა ჩვენმა თანამოქალაქემ შესაძლოა შემოსავალი დაკარგოს, ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობა ასე გვესმის. ეს არის სოლიდარობა , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ სოლიდარობის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ინიციატივა საერთო ძალისხმევის მხოლოდ ნაწილია და მმართველი გუნდის ძირითადი ამოცანები და მის მიერ მიღებული მთავარი გადაწყვეტილებები მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვასა და ეკონომიკის სტაბილიზაციას უკავშირდება.

„ამ ინიციატივით, გვსურს საზოგადოებას ვაჩვენოთ, როგორ გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო არაერთი ადამიანი შეიძლება შემოსავლის გარეშე დარჩეს - ის რაც ჩვენთვის არის ხელფასის მესამედი, შეიძლება ამ ვითარებაში რომელიმე ოჯახისთვის გადარჩენის საშუალება იყოს. რამდენადაც შეგვიძლია, გასაჭირში ჩვენს მოქალაქეებს მარტო არ დავტოვებთ”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მოქალაქეებს მხარდაჭერის და მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ერთიანობისა და მხარდაჭერის გარეშე, პირველ ეტაპზე ასეთი შედეგების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა.

“ ბრძოლა გრძელდება და ეს არის ისეთი შემთხვევა, სადაც უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთიანობა, თანადგომა და კარგი კოორდინაცია“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ, "იმედის" ეთერში, რომლის კომენტარსაც საქართველოს პარალამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა