პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ცენტრი მზადაა IDC ქართველ ემიგრანტებს უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაციებით დაეხმაროს

პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ცენტრი მზადაა IDC ქართველ ემიგრანტებს უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაციებით დაეხმაროს.

როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პოზიტიური ფსიქოთერაპევტები და ფსიქოკონსულტანტები მზად არიან დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში და ანაზღაურების გარეშე, დახმარება აღმოუჩინონ ნებისმიერ მსურველს.

„COVID 19-ის მსოფლიოში გავრცელებამ ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ბევრი ჩვენგანი განიცდის შიშს, დარდსა თუ შფოთვას. ამგვარ პანიკას მოსდევს იმუნიტეტის დამაქვეითებელი სტრესი, რომელიც დაავადების რისკს ზრდის. პოზიტიური ფსიქოთერაპიული მიდგომა აერთიანებს სხვადასხვა მეთოდს, რომლებიც სტრესთან ბრძოლისა და სტრესული სიტუაციების ჩვენთვის სასიკეთოდ გამოყენების შესაძლებლობებს იძლევა. სწორედ აქედან გამომდინარე, დაიბადა ქართველ ემიგრანტების დახმარების იდეა. ინიციატივა „ქართველ ემიგრანტების დასახმარებლად” მოიცავს უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას ემიგრაციაში მყოფ იმ ქართველ თანამემამულეთათვის, ვინც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განსაკუთრებულ სტრესს განიცდის. პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ცენტრი IDC-ის პოზიტიური ფსიქოთერაპევტები და ფსიქოკონსულტანტები მზად არიან დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში და ანაზღაურების გარეშე დახმარება აღმოუჩინონ ნებისმიერ მსურველს“, - აღნიშნულია პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ცენტრი IDC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა