დუშეთის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების დეზინფექცია მიმდინარეობს

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ქალაქ დუშეთში და დაბა ჟინვალში საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების დეზინფექცია დაიწყო და ეტაპობრივად მუშავდება ყველა კორპუსი.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ტარდება და მას შ.პ.ს "დუშეთის დეზინფექციის სამსახური" ახორციელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს