დონალდ ტრამპი - თუ ირანს დახმარება სურს, ჩვენ ამ დახმარებას აღმოვუჩენთ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, თუ ირანი მის ადმინისტრაციას დახმარებას სთხოვს კორონავირუსთან ბრძოლის დროს, ის მიიღებს ამ დახმარებას.

„მათთან ვირუსი ძალიან გავრცელდა. ძალიან, ძალიან გავრცელდა. ყველაზე ცუდი ისაა, როცა გჯერა ის, რასაც კითხულობ და მე მჯერა ის, რასაც ვხედავ და ვიცი. მათ თუ დახმარება სურთ, ჩვენ ამ დახმარებას აღმოვუჩენთ“,-აღნიშნა ტრამპმა.

ცოტა ხნის წინ, დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ის ემხრობა ირანისთვის სანქციების მოხსნის საკითხს მანამ, ვიდრე ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის.

ირანში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 50466 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაღუპულია 3160 ადამიანი, თუმცა მსოფლიო მედია ვარაუდობს, რომ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი ქვეყანაში შესაძლოა ბევრად მეტი იყოს.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა