თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინიციატივით უფასო დისტანციური კონსულტაციის სერვისი - konsultacia@tsmu.edu  ამოქმედდება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინიციატივით, უფასო დისტანციური კონსულტაციის სერვისი - konsultacia@tsmu.edu ამოქმედდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თსსუ-დან აცნობეს.

"თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინიციატივით, 6 აპრილიდან ამოქმედდება უფასო დისტანციური კონსულტაციის სერვისი, რისი საშუალებითაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები უერთდებიან კამპანიას #დარჩისახლში და მოქალაქეებს დაეხმარებიან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის (გარდა COVID-19-თან დაკავშირებული კითხვებისა, ასეთ დროს უნდა დარეკოთ 1505-ზე ან 116001-ზე) მოგვარებაში.

მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე konsultacia@tsmu.edu

დარჩი შინ, თქვენზე ჩვენ ვიზრუნებთ!", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა