პრემიერი - მთავრობის წევრების და პარლამენტარების მიერ სახელფასო ანაზღაურებიდან თანხის შესაბამის ფონდში გადარიცხვის ინიციატივა სოლიდარობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტია

მთავრობის წევრების და პარლამენტარების მიერ მათი ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურებიდან თანხის შესაბამის ფონდში გადარიცხვის ინიციატივა სოლიდარობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის დასტური, როგორ ძლიერდება ქვეყანა მსგავსი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში.

„მინდა, გამოვეხმაურო მთავრობის წევრების და პარლამენტარების მიერ მათი ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურებიდან თანხის შესაბამის ფონდში გადარიცხვების თაობაზე ჩვენი გუნდის ინიციატივას. ვთვლი, რომ ეს არის სოლიდარობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება მასობრივი მოძრაობა, არამხოლოდ ჩვენი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ როგორ იქმნება სახელმწიფო ინსტიტუტები და როგორ ძლიერდება ქვეყანა მსგავსი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში,“ - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მარტის, აპრილის და მაისის თვეში თავიანთი ხელფასების 1/3-ს კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ფონდში გადარიცხავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა