რუსთავის მერის განცხადებით, საკრებულოს წევრსა და მის ოჯახთან დაკავშირებული 50 კონტაქტია გამოვლენილი, რომელიც რისკის მატარებლად მიიჩნევა

რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, რუსთავის საკრებულოს წევრსა და მის ოჯახთან დაკავშირებული 50 კონტაქტია გამოვლენილი, რომელიც შეიძლება რისკის მატარებლად ჩაითვალოს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საკრებულოს წევრის დედას კორონავირუსი დაუდგინდა, მათ კონტაქტების შესწავლა დაიწყეს.

მისი თქმით, ე.წ მეორეხარისხოვანი კონტაქტების როგორც მოძიება, ასევე იდენტიფიცირება დღეს დასრულდება და დადგინდება, რამდენ ადამიანთან ჰქონდათ ინფიცირებულებს კონტაქტი.

„როდესაც ვირუსი დედას დაუდასტურდა, შვილის მიმართ დადასტურებას აღარ დაველოდეთ და ამ კონტაქტების შესწავლა დავიწყეთ. თავიდან საუბარი იყო 40 კონტაქტზე და დღეს გვაქვს 50 ისეთი კონტაქტი, რომელიც შეიძლება რისკის მატარებლად ჩაითვალოს. თუმცა, შიდა სივრცეში, როდესაც ახლო კონტაქტების იდენტიფიცირება მოხდა, დაახლოებით 20 ადამიანია. როგორც ჩვენი ჯანდაცვის წარმომადგენელი გვიწევს რეკომენდაციას, ე.წ მეორეხარისხოვანი კონტაქტების მოძიება და იდენტიფიცირება დღეს დასრულდება და გვეცოდინება, ჯამში როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში რამდენ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი“, - აცხადებს ტაბაღუა.

ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა. ასევე კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა საკრებულოს წევრის მამის შემთხვევაშიც. ვირუსი დაუდასტურდა ასევე საკრებულოს წევრის დედას, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია.

რუსთავის საკრებულოს თანამშრომლების ნაწილი, მათ შორის დეპუტატები, თვითიზოლაციაში იმყოფებიან. რუსთავის საკრებულოს მთელს შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა, ამ დროისთვის კი, საკრებულო დაკეტილია.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა