თბილისის ზღვის კლინიკური მედიცინის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, Covid-19-ით ინფიცირებულ მძიმე პაციენტს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანენ

თბილისის ზღვის კლინიკური მედიცინის დეპარტამენტის უფროსის, მარეხი ბექაიას განცხადებით, მათთან მყოფი პაციენტებიდან კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა. როგორც ბექაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

„კლინიკაში ამჟამად მკურნალობს 50 პაციენტი, 10 ახალი შემთხვევიდან დადასტურდა Covid-ის ერთი შემთხვევა, რომელიც გადაყვანილი იქნება პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. მდგომარეობა მძიმეა. ჯერჯერობით ხერხდება მისი სუნთქვის პარამეტრების მოწესრიგება აპარატული სუნთქვის გარეშე, მაგრამ მაღალი პროცენტით, პაციენტი გახდება აპარატულ სუნთქვაზე გადასაყვანი. ხანდაზმული პაციენტია თანმხლები დაავადებებით“,- განაცხადა ბექაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა