საგარეო უწყებაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი ღამეს სისტემატურად ათენებს ვარშავის აეროპორტში

საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყოფენ გავრცელებული ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი ღამეს სისტემატურად ათენებს ვარშავის აეროპორტში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საელჩოში შესული შეტყობინებები მსგავსი შემთხვევების შესახებ, არ დარჩენილა რეაგირების გარეშე და ყველა მათგანი გადაყვანილია საელჩოს მიერ ნაქირავებ საცხოვრებელში.

„უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესის ფარგლებში, დღეს სრულდება ვარშავა-თბილისის რეისი, რომელიც, საერთაშორისო ფრენების შეზღუდვის შემდეგ რიგით მეხუთეა. აღნიშნული ფრენები ხორციელდება ქართული და პოლონური მხარის თანამშრომლობით და წარმოადგენს უპრეცედენტო შემთხვევას, მას შემდეგ რაც პოლონეთმა დაკეტა საჰაერო სივრცე საერთაშორისო ფრენებისთვის. საერთო ჯამში, პანდემიის გავრცელების შემდგომ, აღნიშნული რეისებით ისარგებლა და პოლონეთიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 600-მდე მოქალაქე. ბუნებრივია, პოლონეთში კვლავ რჩებიან მოქალაქეების ნაწილი, ვინც ვერ მოახერხა სამშობლოში გამომგზავრება. მათთან საქართველოს საელჩო ყოველდღიურ რეჟიმში ახდენს კომუნიკაციას. მათ შორის, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი ღამეს სისტემატიურად ათენებს ვარშავის აეროპორტში. საელჩოში შემოსული ყველა შეტყობინება მსგავსი შემთხვევების შესახებ არ დარჩენილა რეაგირების გარეშე და ყველა მათგანი გადაყვანილია საელჩოს მიერ ნაქირავებ საცხოვრებელში. ამ დროისთვის, საელჩო მფარველობს ასეთი კატეგორიის 300-მდე მოქალაქეს და აგრძელებს აქტიურ მუშაობას, რათა მათი ყველა ყოფითი პრობლემა დარეგულირდეს დროულად მათი სამშობლოში გამგზავრებამდე”, - აცხადებენ სამინისტროში.

უწყების განცხადებით, საკორდინაციო საბჭოს ფარგლებში დაგეგმილი რეისები სრულდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად.

რაც შეეხება პოლონეთის ავიახაზების მხრიდან, ბოინგის ტიპის თვითმფრინავის გამოყოფის შესაძლებლობას საქართველოში მგზავრთა დიდი ნაკადის გადასაყვანად, უწყების განმარტებით, ავიაკომპანია ფრენებს ახორციელებს მათი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და ამ ფრენების ყველა პარამეტრი და კონფიგურაცია განსაზღვრულია პოლონური მხარის მიერ.

„ასევე გვსურს კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, რომ საკორდინაციო საბჭოს ფარგლებში დაგეგმილი რეისები სრულდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად. ავიაკომპანია ასევე არ ადასტურებს გავრცელებულ ხმებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს იგი ბოინგის ტიპის თვითმფრინავის გამოყოფაზე, თანხმობას ქართული მხარისგან ელოდება. ქართული მხარე გამოხატავს მადლიერებას პოლონეთის ხელისუფლებისადმი, რათა აღნიშნული სპეციალური რეისების ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა ეძლევათ. სამწუხაროდ, პოლონეთის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გარკვეული ნაწილის არამართლზომიერი ქმედება აზიანებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სამშობლოში მათ დაბრუნებაზე. მსგავს ფაქტს სამწუხაროდ ადგილი ჰქონდა გუშინ, სწორედ იმ თავშესაფარში, რომელიც სახელმწიფოს სახსრებით მოძიებულია ჩვენი მოქალაქეების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, როდესაც საქართველოს მოქალაქემ შეურაცხყოფა მიაყენა პოლონეთის პოლიციის ოფიცერს. საქართველოს საელჩო, ბუნებრივია, განაგრძობს საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვას, თუმცა, სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტებს ხშირად აქვს ადგილი და ამიტომ მოვუწოდებთ მოქალაქეებს დაემორჩილონ ადგილობრივ კანონმდებლობას და გამკაცრებულ საკარანტინო რეჟიმს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, საქართველოს მთავრობა განაგრძობს მოქალაქეების ეტაპობრივი დაბრუნების პროცეს და მიმდინარეობს მუშაობა დამატებითი რეისების განხორციელებაზე”,- აცხადებენ სამინისტროში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა