სოფელ კურდღელაურში სარწყავი არხი იწმინდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების გაზრდის მიზნით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

“სოფელ კურდღელაურში, ნატანი მასისგან და შლამისგან, ასევე საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან, მაგისტრალური არხის 2900 მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში 500 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმს გააუმჯობესებს. დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 37 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა