„ჯივიპიმ“ ჯუმბერ ლეჟავას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა განაახლა

„ჯივიპიმ“ ისანი-სამგორის რაიონში, ჯუმბერ ლეჟავას ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა 2 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი და ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა. ამ დროისთვის „ჯივიპი“ პროექტის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს, ახორციელებს. კომპანიამ პროექტში ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, აგრძელებს სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვან, სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას, ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისიწნებით. კომპანიის ტექნიკური ბრიგადები სრულად აღჭურვილია დამცავი ნიღბებითა და სხვა ყველა საჭირო ინვენტარით“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა