დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - სასულიერო პირის განცხადება, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლი ტაძარში დილის 6 საათამდე იქნებოდა, საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ერთ-ერთი სასულიერო პირის განცხადება იმის შესახებ, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლი ტაძარში საღამოს 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე იქნებოდა, საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცადა, სასულიერო პირმა აღნიშნული განცხადების გაკეთება იჩქარა.

„განცხადება გააკეთა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, რომ 21.00 საათიდან დილის 6 საათამდე იქნებოდა მრევლი ტაძარში სააღდგომო მსახურების დროს და მან იჩქარა ამ განცხადების გაკეთება. არ დაელოდა და არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოს პოზიციასთან. ჯერჯერობით ჩვენ არ ვიძლევით არანაირ განმარტებას, როგორ იქნება. დაველოდებით სააღდგომო დღეების მოახლოებას”, - განაცხადა დეკანოზმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა