დეკანოზი - ადამიანების ბევრ კატეგორიას ვუთხარით, რომ "დარჩით სახლში", მათ შორის მათაც, ვინც ფრთხილობს, რომ ეკლესიაში შეიძლება დასნეულდეს

ჩვენ ბევრ კატეგორიას ვუთხარით "დარჩით სახლში", მათ შორის, მათაც, ვინც ფრთხილობს და ფიქრობს, რომ შეიძლება დასნეულდეს. მოვალთ და გაზიარებთ სახლში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა. მისივე თქმით, საპატრიარქო შეეცდება სახელმწიფოს რეკომენდაციებთან წინააღმდეგობაში არ შევიდეს ისე ჩაატაროს მსახურება.

"არის საპატრიარქოს მხრიდან ნათქვამი რეკომენდაციები და არის სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები. ურთიერთსაწინააღმდეგო არ არის. ჩვენ შევეცდებით, რომ ურთიერთწინააღმდეგობაში არ შევიდეთ და ეს ისე გავაკეთოთ. მოქალაქეებს ვეუბნებით, რომ რეკომენდაციების მიხედვით იმოქმედონ, რომელიც გასცა სახელმწიფომ და საპატრიარქომ. ადამიანების ბევრ კატეგორიას ვუთხარით, რომ "დარჩით სახლში", მათ შორის, მათაც ვინც ფიქრობს, ფრთხილობს, რომ ეკლესიაში შეიძლება დასნეულდეს, მოვალთ და გაზიარებთ სახლში. აქ მნიშვნელოვანია, რომ ამ ხალხს არ ვეუბნებით, რომ თქვენ არღვევთ მრწამსს. თუკი ფრთხილობთ, ჩვენ მოვალთ სახლში და გაზიარებთ," - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა