ბოლნისის მერი - სოფელ ქვემო ბოლნისში ადგილობრივებს პენსია დაურიგდა - მოხალისეები სოციალური დისტანციის დაცვას უზრუნველყოფდნენ

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სოფელი ქვემო ბოლნისი მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. ადგილობრივებისთვის პენსიების დასარიგებლად სოფელში დღეს „ლიბერთი ბანკის“ ავტომანქანა შევიდა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” ბოლნისის მუნიციპლიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პენსიების დარიგების პროცესში სოციალური დისტანციის დაცვა სამართალდამცველებმა და მოხალისეთა ჯგუფებმა უზრუნველყო. ადგილზე იმყოფებოდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი.

„დღეს სოფელ ქვემო ბოლნისის მცხოვრებლებს პენსები დაურიგდათ. მოხალისეები სოციალური დისტანციის დაცვას აქტიურად უზრუნველყოფდნენ. სოფელში დისტრიბუცია მუშაობს ჩვეულებრივად, შეკვეთის შემდეგ მოდის მანქანა და მაღაზიებში პროდუქტების განაწილება ხდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ ქვემო ბოლნისში 100 სასურსათო პაკეტი უკვე დაარიგა. სხვა მხრივ, აქ სიმშვიდეა. მოსახლეობა მაქსიმალურად ინფორმირებულია კარანტინით დაწესებული შეზღუდვების შესახებ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა