აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები კორონავირუსთან ბრძოლის სოლიდარობის აქციას უერთდებიან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები კორონავირუსთან ბრძოლის სოლიდარობის აქციას უერთდებიან. აღნიშნულის შესახებ განცხადება აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა, დავით გაბაიძემ და თორნიკე რიჟვაძემ გააკეთეს.

დავით გაბაიძემ მადლობა გადაუხადა ქართველ მედიკოსებსა და ყველა იმ უწყების წარმომადგენელს, ვინც დღეს აქტიურადაა ჩართული კორონავირუსის საწინააღმდეგო ბრძოლაში.

„აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა უერთდება სოლიდარობის აქციას და მზად ვართ, სამი თვის განმავლობაში ჩვენი ხელფასების მესამედი გადავრიცხოთ სოლიდარობის ფონდში“, - აღნიშნა დავით გაბაიძემ, რომლის კომენტარსაც აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო