“საქსტატის” მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ხილი 30%-ით, ხორცპროდუქტები 15%-ით, რძის ნაწარმი 19%-ით, ბოსტნეული 12.5%-ით, ხოლო პურპროდუქტები 7%-ით გაძვირდა

“საქსტატის” მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ხილი 30%-ით, ხორცპროდუქტები 15%-ით, რძის ნაწარმი 19%-ით, ბოსტნეული 12.5%-ით, ხოლო პურპროდუქტები 7%-ით გაძვირდა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მარტის ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მარტში წლიური ინფლაციის დონემ 6.1 პროცენტი შეადგინა.

უფრო კონკრეტულად, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.4 პროცენტით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (29.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (18.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (14.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (12.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.2 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (9.1 პროცენტი), თევზეული (8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.4 პროცენტი).

სასტუმროების, კაფეების და რესტორნებისჯგუფში მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 8.9 პროცენტით. ფასების ზრდა დაფიქსირდა საზოგადოებრივ კვებაზე (10.3 პროცენტი), ამასთან, ფასები შემცირდა ღამის გასათევით მომსახურებაზე (-2.1 პროცენტი).

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა