თორნიკე რიჟვაძე - ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა დაიწყო

შემდეგი კვირიდან დაიწყება რესპუბლიკური საავადმყოფოს სატესტო ექსპლოატაცია. დაახლოებით 2 კვირაში ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს სრულად გამართვა მოხდება, ის შეძლებს მიიღოს დაინფიცირებული პაციენტები და გაუწიოს შესაბამისი სტაციონარული მკურნალობა ,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” აჭარის მთავრობიდან აცნობეს, მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონის მზაობის შესახებ და მთავრობის მიერ გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებზე.

უწყების ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება გაამახვილა რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვაზე.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა უკვე დასრულებულია, დაწყებულია საავადმყოფოს აღჭურვა და კლინიკა დაინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის აპრილის თვის ბოლომდე მზად იქნება.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვაში კერძო სექტორიც ჩაერთვება.

,,ამ ფონზე, ინფექციის გავრცელებასთან მიმართებაში იყო ძალიან ბევრი ინიციატივა კერძო სექტორისგან. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კერძო სექტორის ეს ძალისხმევა, საუბარია, კონკრეტულად აჭარაში მოქმედ ბიზნესებზე, გარკვეულწილად გაგვეერთიანებინა და მიგვემართა იმ საქმისთვის, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინფექციასთან ბრძოლაში”, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო