აჭარის მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი ხელფასების მესამედს Covid 19-თან ბრძოლის ფონდში გადარიცხავს

აჭარის მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი უერთდება ინიციატივას და ხელფასების მესამედს Covid 19-თან ბრძოლის ფონდში გადარიცხავს. ამის შესახებ „ინტერპრენიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნულთან ერთად საგანგებო ბრიფინგზე ყურადღება გაამახვილა რეგიონის მზაობის შესახებ, მთავრობის მიერ გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებზე და ასევე, საგანგებო მდგომარეობის დროს არსებულ შეზღუდვებზე.

,,აჭარის მთავრობა, მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობით, უერთდება გუშინ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც გულისხმობს, რომ შემდეგი 3 თვის განმავლობაში ჩვენი ხელფასებიდან 1/3 ჩაირიცხება კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთლიანად მსოფლიოში პანდემიას ახლავს შესაბამისი პრობლემები. ძალიან ბევრ ადამიანს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს შეექმნა რიგი პრობლემები და აქ მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა ჩვენი სოლიდარობა და ამ ნაწილში დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი სხვა უწყებაც აგვიბამს მხარს. გვაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლების ყველა რგოლის ჩართვა მოხდება ამ პროგრამაში. ვინაიდან ჩვენი ბრძოლა ამ ინფექციასთან მოითხოვს კოლექტიურ, ერთიან ძალისხმევას. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ერთიანი ძალისხმევით და სოლიდარობით შევძლებთ ამ ომში გავიმარჯვოთ და გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხალხმა. ამ ინიციატივას უერთდება არა მხოლოდ აღმასრულებელი გუნდი, უერთდება უმაღლესი საბჭოც“ , - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო