შალვა კერესელიძე სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ ვითარებას გაეცნო

მხარის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსთან მაკა ხამხაძესთან და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან თამაზ მეჭიაურთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ ვითარებას და სამუშაო პროცესს გაეცნო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შალვა კერესელიძე პირადად იმყოფებოდა ქალაქ მცხეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრსა და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დაბა თიანეთის კლინიკაში.

„სამედიცინო დაწესებულებები მცხეთა-მთიანეთში სრული დატვირთვით და უსაფრთხოების ყველა შესაბამისი ნორმის დაცვით მუშაობენ. მედპერსონალი, მოქალაქეთა მომსახურების პროცესში, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს მაქსიმალურად ითვალისწინებს. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს გაწეული შრომისთვის, სიკეთე, ჯანმრთელობა და სიმშვიდე ვუსურვო“, - აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში სამუშაო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

„ექიმები პაციენტებს მომსახურებას როგორც ადგილზე, ისე სატელეფონო კონსულტაციების საშუალებით უწევენ. სამედიცინო პროცედურები უსაფრთხოების ყველა შესაბამისი ნორმის დაცვით ხორციელდება. მედპერსონალი მაქსიმალურად მობილიზებულია და კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ რეგულაციებს ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობა",-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზურაბ ბატიაშვილი - ყარაბაღის კონფლიქტით ყველაზე მოგებული მხარე რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
პარტია “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - აუცილებელია განათლების სისტემის რეფორმა და “კომაროვის” მოდელი
დავით თარხან-მოურავი - ვინც კოდორი და ახალგორი ჩააბარა, ის გვაცხადებს რუსეთის აგენტად - ამაზე დაფიქრდით (R)
დავით თარხან-მოურავი - მოსახლეობის უმეტესობა ირჩევს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს (R)
„ბადაგონმა“ თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის PCR ტესტირება დაიწყო
გიორგი ლომია - "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ დღეს უკვე ერთნი არიან" (R)
პაატა ჯიბლაძე - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს (R)
ნანა დევდარიანი - "პატრიოტთა ალიანსი" უსწრებს "ქართულ ოცნებას" (R)