კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის გადაწყვეტილებით სენაკის ბაზარი იხურება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის სხდომა გაიმართა, რომელსაც რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ხელმძღვანელობდა.

სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, სხდომაზე განიხილეს სხვადასხვა თემები, მათ შორის გატარებული ღონისძიებები და საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების საკითხები.

„მოქმედი დროებითი შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მოწერელიამ მოისმინა ინფორმაცია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის დაჯარიმებული პირების შესახებ. სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, გასულ ღამეს მოხდა 25 პირის დაჯარიმება, ის მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან რეკომენდაციები, არ დაარღვიონ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით გათვალისწინებული მოთხოვნები.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს აგრარულ ბაზრებში არსებული მდგომარეობა, სახელმწიფო რწმუნებულმა მოისმინა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ხელმძღვანელის, სამხარეო პოლიციის უფროსის და სენაკის მერის მონიტორინგის ანგარიშები, რის შემდეგაც შტაბმა მიიღო სენაკის აგრარული ბაზრის დახურვის გადაწყვეტილება. სავაჭრო ობიექტი არ აკმაყოფილებს სპეციალისტების მიერ დადგენილ რეკომენდაციებს, ასევე არ ხდება სოციალური დისტანციის დაცვა. შტაბმა ასევე იმსჯელა ზუგდიდის და ფოთის აგრარული ბაზრების თაობაზე, შტაბის გადაწყვეტილებით ეს ბაზრები ფუნქციონირებას განაგრძობენ, მონიტორინგის მასალების შესაბამისად სენაკისა და ზუგდიდის ბაზრებში მდგომარეობა მოწესრიგდა, ადმინისტრაცია კი დამატებით ზომები გატარებას გეგმავს.

შტაბის სხდომაზე ასევე განიხილეს, ცხელების კლინიკების მოწყობის და თერმოსკრინინგის მიმდინარეობის საკითხები”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - კრემლს ჩვენში ისეთი ძალის გამარჯვება აწყობს, ვინც კონფრონტაციული რიტორიკის ერთგული იქნება, ვერ შეძლებს ქვეყანში დიალოგისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 29.10.2020
ვახტანგ ძაბირაძე - დღეს საზოგადოებაში არ ჭარბობს განწყობა - ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვინც გინდა მოვიდეს
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს, ონლაინ - B2B ფორმატში გამართავს
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" დამნაშავეა იმაში, რომ წლების მანძილზე ხელს აფარებდა დამნაშავეებს (R)
გიორგი ლომია - ციხის კადრებში ნათლად ჩანს, რომ პატიმრების წამებაში მთელი სისტემა იყო ჩართული (R)
ირმა ინაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლის, რადგან ხალხს ყველაფერი ახსოვს (R)
ირმა ინაშვილი - ჩვენ უნდა მოვუგოთ მწამებელ "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მფარველებს "ოცნებიდან" (R)
გაერთიანება „ერთად არჩევნებისათვის“ წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს
კოლიერსი საქართველოში სამშენებლო მიმართულებას აძლიერებს
სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამა გიცავს და გასაჩუქრებს
ჰიუნდაის დიზაინი გამარჯვებულია - DMI Design Value Awards 2020  დიზაინისთვის „Sensuous Sportiness“
„მეგატექნიკაში“ „სამსუნგის“ ფესტივალი დაიწყო