კონსტანტინ კოსაჩოვი - დასავლეთი, საქართველო და უკრაინა ჯანსაღ აზრს დაუპირისპირდნენ

ზოგიერთი დასავლელი ქვეყანა, ასევე საქართველო და უკრაინა, რომლებმაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დაბლოკეს რუსეთის მხარის მიერ მომზადებული რეზოლუცია პანდემიის პერიოდში სანქციებზე უარის შესახებ, ჯანსაღ აზრს დაუპირისპირდნენ - ჭარბობდა ეგოისტური ბლოკური აზროვნება. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩოვმა „ფეისბუკის“ გვერდზე დაწერა.

„როგორც ჩანს, დასავლეთის ქვეყნებმა საკუთარი თავი გარიყულად აქციეს მიუხედავად იმისა, რომ მიჩვეულნი იყვნენ პირიქით, ელაპარაკათ საერთაშორისო საზოგადოების სახელით. თუმცა, იმ სიტუაციაში, როდესაც საჭირო იყო ჰუმანიზმის გამოვლენა და გაცილებით სუსტების დახმარება, ეგოისტურმა ბლოკურმა აზროვნებამ იჭარბა“ , - წერს კოსაჩოვი.

რუსეთის ფედერალური საბჭოს წევრი დარწმუნებულია, რომ ასეთი ქცევა აშკარა დადასტურებაა იმისა, რომ დასავლეთმა, პირველ რიგში, მორალური ლიდერობა დაკარგა მსოფლიოში.

„ამასთან, თუკი აშშ-ში სანქციებმა საბოლოოდ შეცვალა საგარეო პოლიტიკა, ხოლო უკრაინასა და საქართველოსთვის ანტირუსული ზომები გახდა ეროვნული იდეების სუროგატი, ევროკავშირის ქვეყნებისთვის ამერიკის პოზიციის ბრმად მხარდაჭერა - კიდევ ერთი დარტყმაა მის საერთაშორისო სუბიექტურობასა და ავტორიტეტზე“ , - აცხადებს კოსაჩოვი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა