თენგიზ ცერცვაძე - პიკიდან ინფიცირების არაუმეტეს 1000 შემთხვევით რომ გამოვიდეთ, ჩათვალეთ, საქართველო მინიმალური დანაკარგით გამოვიდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუ საქართველო პიკიდან არაუმეტეს 1000 შემთხვევით გამოვა, ეს მინიმალური დანაკარგი იქნება.

ცერცვაძის განცხადებით, თუ ყოველდღე ახალი შემთხვევების რაოდენობა 20-ს არ გადააჭარბებს, ერთ თვეში 600 შემთხვევა იქნება, რაც, სხვა ქვეყნებში, ერთ დღეში ფიქსირდება.

“თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ შევძლებთ, თავიდან ავიცილოთ მსხვილმასშტაბიანი, დამანგრეველი ეპიდემია, რომელმაც პრაქტიკულად ევროპის მთელი კონტინენტი დაფარა. თქვენ თვითონ დაითვალეთ - თუ ყოველდღე იქნა არაუმეტეს 20 შემთხვევისა, ეს ნიშნავს 1 თვის მანძილზე 600 შემთხვევას. სხვა ქვეყნებში 600 შემთხვევა ერთ დღეშია. მე ვიტოვებ იმედს, რომ რაღაც დროის მერე პიკი გადაივლის… ჩვენ რომ გამოვიდეთ პიკიდან არაუმეტეს 1000 შემთხვევით, ჩათვალეთ, რომ საქართველო გამოვიდა მინიმალური დანაკარგით”, - განაცხადა ცერცვაძემ “TV პირველის” ეთერში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია