ზვიად შალამბერიძე “ქართული ოცნების“ ინიციატივას, ხელფასის ერთი მესამედის StopCov ფონდში გადარიცხვის შესახებ, უერთდება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე მიესალმება “ქართული ოცნების“ ინიციატივას ხელფასის ერთი მესამედის StopCov ფონდში გადარიცხვის შესახებ და აცხადებს, რომ აღნიშნულ ინიციატივას თავადაც უერთდება. როგორც მან განაცხადა, ამ დროს მნიშვნელოვანია იმ მოქალაქეებზე ფიქრი, ვინც შექმნილი ვითარების გამო შემოსავლის გარეშე დარჩა.

„ასეთ დროს, როდესაც არა მარტო საქართველო, მსოფლიო აღმოჩნდა მოულოდნელი საფრთხის წინაშე, მთავარი საზრუნავი ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლესთან ერთად, იმ მოქალაქეებზე ფიქრია, ვინც შექმნილი ვითარების გამო შემოსავალის გარეშე რჩება. ძალიან დროული და მისასალმებელია "ქართული ოცნების" ინიციატივა ხელფასის ერთი მესამედის StopCov ფონდში გადარიცხვის შესახებ და რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით ვუერთდები. ვფიქრობ, არც ერთი თანამდებობის პირი ვერ და არ იქნება გულგრილი იმის მიმართ, რომ ჩვენი მოქალაქეები დარჩნენ უსამსახუროდ და ყოველდღიურობაზე ამ კუთხით პრობლემები შეექმნათ. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ადამიანებს დავუდგეთ გვერდით და იმედი მაქვს, "ქართული ოცნების" ამ ინიციატივას კიდევ ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდება“, - აცხადებს შალამბერიძე, რომლის კომენტარსაც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა