ნიკოლოზ გამყრელიძე - ხშირად კორონავირუსს აქვს ჩვეულებრივ გრიპზე ნაკლები სიმპტომატიკა

ხშირად კორონავირუსს აქვს ჩვეულებრივ გრიპზე ნაკლები სიმპტომატიკა, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძის შვილმა, სამედიცინო კორპორაცია „ევექსის” მმართველი „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” (GHG) დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ინტერვიუში ნიკოლოზ გამყრელიძემ იმ სიმპტომებზე ისაუბრა, რაც მას დაავადების პერიოდში აღენიშნებოდა.

„მე მქონდა დაბალი სიცხე. მაქსიმუმ 37.5-მდე და მქონდა მშრალი ხველა პირველი დაახლოებით 1 კვირა. შემდგომ მცირე პნევმონიაც დამიდგინდა ერთ ფილტვზე, რომელიც მკურნალობას არ საჭიროებდა. ხშირად კორონავირუსს აქვს ჩვეულებრივ გრიპზე ნაკლები სიმპტომატიკა. შეიძლება სრულიად ასიმპტომურიც იყოს. 2 კვირის მერე მე კვლავ დადებითი ვიყავი ვირუსზე, მაგრამ სრულიად ასიმპტომური ვიყავი - არც სიცხე მქონდა, არც ხველა და არაფერი. მძიმე გრიპის შემთხვევაში ხშირად უფრო მეტი სიმპტომი გვაქვს ისეთი, როგორიც არის სურდო, ყელის ტკივილი და ა.შ. რაც მე არ მქონია,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა