ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური გუნდის წევრები საკუთარი ხელფასების 1/3 კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური გუნდის წევრები საკუთარი ხელფასების 1/3 კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგიდიდის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, აღნიშნული განცხადება დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ გააკეთა.

,,ჩვენ, მერიის პოლიტიკური გუნდი, ვუერთდებით მმართველი პარტიის ინიციატივას, რომლის ფარგლებში ჩვენი ხელფასების ერთი მესამედი კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადაირიცხება. აღნიშნული თანხები იმ ზიანის აღდგენას მოხმარდება, რომელიც ვირუსმა მთელ ქვეყანას მიაყენა და შესაძლოა მომავალშიც მიაყენოს. ეს იქნება სხვადასხვა სფეროს დახმარება, სხვადასხვა მიმართულებით. ეს იქნება სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და იმ ადამიანების დახმარება, რომლებმაც შემოსავალი დაკარგეს. კორონავირუსი არის მნიშვნელოვანი და რთული გამოწვევა. შესაბამისად, თითოეული მოქალაქე ვალდებულია გამოიჩინოს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ამ კუთხით და ჩვენ, ამ შესაძლებლობიდან გამომდინარე ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ საქმეში“, - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა